GQRR-ის კვლევა

GQRR: გამოკითხულთა 36% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

კვლევითი კომპანია "გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 36% კი ფიქრობს, რომ პირიქით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

მაისში ანალოგიურ კვლევაში, გამოკითხულთა უმეტესობა, 58% მიიჩნევდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა და მხოლოდ 20% მიიჩნევდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ საქართველო ეკონომიკურად სუსტი ქვეყანაა, 18%-ის აზრით კი, საქართველო ეკონომიკურად ძლიერია. 

კომენტარები