GQRR-ის კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, 43% მარგველაშვილს უჭერს მხარს, 22% კი ბაქრაძეს

ამერიკული კვლევითი კომპანიის - Greenberg, Quinlan, Rosner Research - კვლევის თანახმად, კითხვაზე, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, დასახელებულთაგან რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, 43% გიორგი მარგველაშვილს ასახელებს, 22% - დავით ბაქრაძეს, 8% - ნინო ბურჯანაძეს, გამოკითხულთა 17%-ს კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ამერიკულმა კვლევითმა კომპანია Greenberg, Quinlan, Rosner Research-მა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ჩაატარა. კვლევა ჩატარებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,204 პირისპირი ინტერვიუს გზით. კვლევის ჩატარების თარიღია 2013 წლის 15-21 სექტემბერი და მისი ცდომილება  +/-2.8%-ია.

კომენტარები