ოკუპირებული ტერიტორიები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს ბარიერების მოშლისკენ მოუწოდებს

www.state.gov

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან რუსი სამხედროების მიერ ღობეებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. დეპარტამენტი რუსეთს ღობეების დაშლისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება აშშ-ის დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე მარი ჰარფმა გააკეთა.

"ეს პროცესი არ შეესაბამება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე, ზიანს აყენებს ორ მხარეს შორის ნდობას, სირთულეებს უქმნის საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს. მოვუწოდებთ რუსეთს, მოშალოს ღობეები და საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხებით ჟენევის მოლაპარაკებებზე გამოვიდეს", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარი ჰარფმა.

კომენტარები