ISAF-ის მისია

132 ქართველი სამხედრო ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა

facebook.com/mod.gov.ge

132 ქართველი სამხედრო ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედროები ავღანეთში 6 თვის განმავლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით ასრულებდნენ.

ქართველ სამხედროებს აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა ლელაძე დახვდნენ.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ. მათ მთავარი პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა ევალებოდათ.

კომენტარები