საპარლამენტო დებატები

აგულაშვილი: სოფლის მეურნეობის ღონისძიებები გრძელვადიან შედეგებზეა ორიენტირებული

soundcloud.com

2013 წელს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისთვის გაღებული ხარჯების შედეგები სრულყოფილად მხოლოდ წლის ბოლოს გამოჩნდება. ამის შესახებ აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა ეკონომიკური საკითხების შესახებ პარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა.

მისი თქმით, 2013 წელს სოფლის მეურნეობის სექტორის წილი მშპ-ს მაჩვენებელში 7%-ით გაიზარდა. ამასთან, 6.5-ჯერ გაიზარდა სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის დაფინანსება; 5.5-ჯერ გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლებისათვის გამოყოფილი რესურსები. მისივე ინფორმაციით, არსებითან გაიზარდა მევენახეობის, მეღვინეობის, მცენარეთა დაცვის და სურსათის უვნებლობის საბიუჯეტო მხარდაჭერაც. "ეს ღონისძიებები გრძელვადიან შედეგებზეა ორიეტირებული," - განაცხადა აგულაშვილმა. 

კომენტარები