კონფერენცია

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ, რაზეც ჩვენი მიღწევებიც მეტყველებს

ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ,,საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები", საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და ქვეყნის ევროპულ არჩევანზე ისაუბრა.

"ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ, რაზეც ჩვენი მიღწევებიც მეტყველებს. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური, კორუმპირებული და სასოწარკვეთილი სახელმწიფო მსოფლიოში და ამის დამარცხება ამ წლებში შევძელით. როდესაც საუბარია ისეთ პატარა ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა, ეს მახასიათებლები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უამრავი ევროპული კვლევა ვიცით, სადაც საქართველო ერთ-ერთ ყველაზე კრიმინოგენულ ქვეყანად სახელდებოდა. დღეს კი ევროკავშირის კომისიების კვლევებით საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, თუნდაც ისეთ ქვეყნებთან შედარებით, როგორებიცაა დანია და ისლანდია", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ბა­თუმ­ში მიმ­დი­ნა­რე მეც­ხრე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში - ,,სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი გზა - ევ­რო­კავ­ში­რი და მი­სი ევ­რო­პე­ლი მე­ზობ­ლე­ბი’’ ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის პრე­ზი­დენ­ტი ვილ­ფრიდ მარ­ტენ­სი, მოლ­დო­ვის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვლა­დი­მირ ფი­ლა­ტი, გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და ევ­რო­პუ­ლი სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კის სა­კით­ხებ­ში ევ­რო­კო­მი­სა­რი შტე­ფან ფუ­ლე და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სხვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. 

კომენტარები