გერმანიის ქალაქ ობერსტდორფში, დასრულდა ტურნირი ფიგურულ სრიალში, სადაც სოჭის ოლიმპიადის ლიცენზიები თამაშდებოდა.
ქართულმა წყვილმა - ოთარ ჯაფარიძისა და ანგელინა ტელეგინას შემადგენლობით 22 დუეტს შორის მეცამეტე ადგილი დაიკავა და ოლიმპიური ლიცენზიის გარეშე დარჩა.
პირველ ადგილზე ამერიკული წყვილი - მედისონ ჰაბელი და ზაქარი დონოჰიუ 147.11 ქულით გავიდა, რაც შეეხება ჯაფარიძე - ტელეგინას წყვილს, საბოლოოდ მათმა მონაგარმა 118.66 ქულა შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ ობერსტდორფში იასპარეზა კიდევ ერთმა ქართველმა მოციგურავე ელენე გედევანიშვილმა, რომელმაც სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება შეძლო.





![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)