შსს

შსს-მ წვევამდელთა ახალი ნაკადი მიიღო

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წვევამდელთა ახალი ნაკადი მიიღო. სამასმა წვევამდელმა, სამხედრო ფიცი მოდულის შენობასთან საზეიმო ვითარებაში დადეს, რის შემდეგაც ერთ წლიან სავალდებულო სამსახურს, შსს-ს სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში გაივლიან.

ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო.

"მოხდა წვევამდელების ფიცის მიღება. თქვენ იხილეთ, როგორი ვაჟკაცები გვეზრდება. ეზრდება ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს, მინდა წარმატებები ვუსურვო კარიერულ ცხოვრებაში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები შეისწავლიან სამხედრო საქმეს, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით და უფასო კვებით, მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში.

სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდი გულისხმობს ყოველ მესამე დღეს 24 საათიან მორიგეობას. სამხედროები ასევე ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში შსს-ს სხვადასხვა დანაყოფებში დასაქმდებიან.

კომენტარები