ელენე გედევანიშვილი

გედევანიშვილი, ტელეგინა და ჯაფარიძე სოჭის ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძვიან

ანგელინა ტელეგინა და ოთარ ჯაფარიძე
www.f-skater.ru

გერმანიის ქალაქ ობერსტდორფში მიმდინარე ტურნირზე ფიგურულ სრიალში, დღეს, წყვილთა შორის ოთარ ჯაფარიძემ და ანგელინა ტელეგინამ მოკლე პროგრამაში 45,47 ქულა დაიმსახურეს, რის შემდეგაც მეცამეტე ადგილზე იმყოფებიან. სოჭის ოლიმპიადის ლიცენზია მხოლოდ საუკეთესო ხუთ წყვილს გადაეცემა.

დღეს, თბილისის დროით ღამის ორის ოც წუთზე თავისუფალი პროგრამით ყინულზე ელენე გედევანიშვილი გამოვა. გუშინ მოკლე პროგრამაში მიღებული 51,59 ქულის შემდეგ, ქართველი მოციგურავე 35 სპორტსმენს შორის მეექვსე ადგილს იკავებს, თუმცა იმის გამო, რომ პირველ ხუთ ადგილზე მყოფი მოციგურავე სოჭის ოლიმპიადის ლიცენზიაზე პრეტენზიას არ აცხადებს, გედევანიშვილი ამ მომენტისთვის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლების მოპოვებასთან ყველაზე ახლოსაა. 

კომენტარები