მაესტრო

საგანელიძე: წულუკიანი მთავრობიდან წასვლაზე შეიძლება ფიქრობს, მაგრამ არ ამბობს

დავით საგანელიძე
primerinfo.ge

უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე არ გამორიცხავს, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვებაზე ფიქრობდეს. ეს განცხადება მან მაესტროს ინფორმაციაზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიას სანდო წყარომ აცნობა, რომ თეა წულუკიანს თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება აქვს დაწერილი და მას არჩევნების შემდეგ დაუკმაყოფილებენ. საგანელიძემ თავიდან უარყო ეს ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ის არ იცნობს "იმ თეას, რომელსაც აქვს სათქმელი და არ ამბობს". საგანელიძის თქმით, თუ წულუკიანს რამე არ მოსწონს, ის არა მხოლოდ განცხადებას დაწერდა, არამედ წავიდოდა კიდეც. თუმცა უმრავლესობის ლიდერმა არ გამორიცხა, რომ იუსტიციის მინისტრი თანამდებობიდან წასვლაზე "შეიძლება ფიქრობს, მაგრამ არ ამბობს, რადგან საარჩევნო პერიოდია".

კომენტარები