ელენე გედევანიშვილი

გედევანიშვილი სოჭის ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებასთან ახლოსაა

ელენე გედევანიშვილი
wikipedia.org

გერმანიის ქალაქ ობერსტდორფში მიმდინარე ტურნირზე ფიგურულ სრიალში, დღეს, ქართველმა ელენე გედევანიშვილმა იასპარეზა.

მოკლე პროგრამაში, გედევანიშვილმა 51,59 ქულა დაიმსახურა და ამჟამად 35 მონაწილეს შორის, მეექვსე ადგილზე იმყოფება.

ტურნირზე სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზიები თამაშდება და მათ მხოლოდ პირველ ექვს ადგილზე გასული სპორტსმენები მიიღებენ.

ხვალ, გედევანიშვილი ყინულზე თავისუფალი პროგრამით გამოვა.

კომენტარები