ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ექსპერტებთან

გოკა გაბაშვილი: დღევანდელი შეხვედრა საქმის გარჩევას უფრო ჰგავდა

financial.ge

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ექსპერტებთან შეხვედრას საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. უმცირესობის დეპუტატის გოკა გაბაშვილის შეფასებით, "საკმაოდ უცნაური ფორმატის და ტონალობის შეხვედრა იყო". მისი თქმით, დღევანდელი დისკუსია  საქმის გარჩევას უფრო ჰგავდა.

"პრემიერმა უნდა იცოდეს, რომ არ უნდა ღიზიანდებოდეს, რადგან ყველგან გაიგებს იმ სიმართლეს, რაც არის. ეს არის ის, რომ ეკონომიკა არ ვითარდება და გაჩერებულია, სამუშაო ადგილები იკლებს, კრიმინალი იზრდება და ქვეყანა არის რთულ ვითარებაში. ის კი არ უნდა გაღიზიანდეს, უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რატომ არ მუშაობს მისი მთავრობა" - ამბობს გაბაშვილი. 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პრემიერის და ექსპერტების დღევანდელ შეხვედრას საგანგებო ბრიფინგიც მიუძღვნა. გიორგი ბარამიძემ ივანიშვილი მიმართვისთვის - "ფილტრი გავუკეთოთ საკუთარ გამონათქვამებს" - გააკრიტიკა. ოპოზიციონერის თქმით, ეს ჰგავს რუსულ გამონათქვამს, რომლითაც კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები მიმართავენ ერთმანეთს.

"ძალიან შემაშფოთებელია პრემიერის ასეთი ფორმით და შინაარსით ურთიერთობა იმ ექსპერტებთან, რომელთა უდიდესი ნაწილი, რასაც თავადაც არ მალავდნენ, იყვნენ მისი მხარდამჭერები" - აღნიშნა ბარამიძემ.

ცნობისთვის, პრემიერმა დღევანდელი შეხვედრისას ექსპერტებს ობიექტურობისკენ მოუწოდა. 

 

კომენტარები