ვანო მერაბიშვილის საქმე

ნორლანდი: მნიშვნელოვანია სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დაცვა

აშშ-ის საელჩო საქართველოში

აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის შეფასებით, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ადვოკატების შუამდგომლობის კანონის სრული დაცვით განხილვა აუცილებელია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დაცვა.

"როგორც არაერთხელ გვითქვამს, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს სამართლიანი სასამართლოს პრინციპები და ამ შემთხვევის განხილვა სასამართლოში კანონის სრული დაცვით მოხდეს", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის ადვოკატები დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ. ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის თქმით, არ არსებობს არცერთი გარემოება, რომელზეც პატიმრობის მოთხოვნის დროს პროკურატურა აპელირებდა, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი, რომ ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში დარჩეს.

კომენტარები