მავთულხლართების გადმოწევა

სოფელ დვანის განაპირა მხარეს მცხოვრები მოსახლეობა სათავსოებს ცლის

მავთულხლართები დიცში

სოფელ დვანის განაპირა მხარეს მცხოვრები მოსახლეობა საკუთარ სათავსოებს ცლის. რუსი მესაზღვრეები ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს აგრძელებენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შესაძლოა, მავთულხლართებს მიღმა 2008 წლის ომის დროს დაზიანებული სამი სახლი მოექცეს და მესაკუთრეები მეზობლებთან ერთად ცდილობენ ნივთების გამოტანას. ამისთვის ვადა დღის ბოლომდე აქვთ.

"ახლა ხეივანს ჭრიან ეზოში, უნდა გამოზიდონ ყველაფერი, ღობეც უნდა მოხსნან. სამივე სახლის პატრონი ცდილობს, გამოიტანოს ყველაფერი. როგორც ვიცით, დღის ბოლომდე უნდა მოასწრონ", - ამბობენ დვანელები.

ადგილობრივები ასევე შიშობენ, რომ შესაძლოა, ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს სოფლის ეკლესია და სკოლაც მოხვდეს.

სოფლის განაპირა მხარეს სახლების დაცლა დვანელებს მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა 23 სექტემბერს მოსთხოვეს და ამისთვის ორი დღის ვადა მისცეს.

კომენტარები