ვანო მერაბიშვილის საქმე

უმცირესობა ვანო მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს

უმცირესობის წევრი ტარიელ ლონდარიძე პროკურატურისაგან ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს. დეპუტატის განცხადებით, ყოფილი პრემიერის წინასწარი პატიმრობა გამოძიებისათვის არსებითად მნიშვნელოვანი არ არის. უმცირესობის წევრის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად არის მოტივირებული.

"პროკურატურა აწარმოებს წინასწარ გამოძიებას იმ ბრალდებებზე, რომელიც მერაბიშვილს აქვს წაყენებული. უკვე დასრულებულია . საგამოძიებო პროცესი და ჩვენ ვერ ვხედავთ აუცილებლობას, რომ ვანო მერაბიშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, კვლავაც იმყოფებოდეს წინასწარ პატიმრობაში. " -განაცხადა ტარიელ ლონდარიძემ . 

კომენტარები