NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 63%-ს მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილები მიაჩნია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოების განწყობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის სამუშაო ადგილები 63 %-ით ლიდერობს. რესპონდენტებს სამი პასუხის დაფიქსირება შეეძლოთ.

მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად ტერიტორიული მთლიანობა გამოკითხულთა 35%-ს მიაჩნია. ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება კი გამოკითხულთა 29%-ს. პენსიები - 24%-ს.

გარდა ზემოაღნიშნული საკითხებისა, მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად გამოკითხულთა 17%-ს ხელფასები, რუსეთთან ურთიერთობა- 15-ს, განათლება 13-ს, ადამიანის უფლებები 12-ს, ხოლო ფასების ზრდა/ინფლაცია 12%-ს მიაჩნია.

კვლევა 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3,838 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.

კომენტარები