მავთულხლართები

რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართების გავლება სოფელ დვანშიც განაახლეს

მავთულხლართები დიცში

ორთვიანი პაუზის შემდეგ, ქარელის რაიონის სოფელ დვანში რუსმა ოკუპანტებმა სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. ბოლო ინფორმაციით, ე.წ ადმინისტრაციული საზღვარი 400-500 მეტრით გადმოიწევს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა ქართული სოფლის ბაღ-ვენახები და სახნავ-სათესავი მიწები. რუსმა მესაზღვრეებმა ადგილობრივებს ხეხილის დასაკრეფად ორი დღის ვადა მისცეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ოკუპანტებმა მოსახლეობას ის რუკაც აჩვენეს,  რომლითაც მავთულხლართების გავლებისას ხელმძღვანელობენ. ადგილობრივების თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ დვანის ნახევარზე მეტი - ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა.

"ამ დროისათვის, ე.წ საზღვარი გადმოწიეს 400-500 მეტრით და ათ ჰექტარამდე მიწა აქვთ მითვისებული. რა ქნას სოფელმა"? - ამბობს გორის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, რუსმა მესაზღვრეებმა სადემარკაციო სამუშაოები სოფელ დიცშიც განაახლეს. 

 

კომენტარები