მარგველაშვილის განცხადება

მარგველაშვილი:2 წელია ვიცი პრემიერის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ

Reuters

იმედის პირდაპირ ეთერში, ვახო სანაიას გადაცემაში ქართული ოცნების კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, პრემიერის გადაწყვეტილება ახალი არ არის და არც იმედგაცრუება უნდა გამოიწვიოს.

"მე პრემიერის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გავიგე 2 წლის წინ. მე ბიძინასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს და სულ ვიხილავდით პოლიტიკურ გეგმებს. ასევე თვალს ვადევნებდი მედიას და მის განცხადებებს. ჩემი პოლიტიკური ამბიციები ამ ამბიდან გამომდინარეობს. ეს ჩვენი ერთობლივი ხედვაა, რა უნდა გაკეთდეს ბიძინას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ. ერთი მხრივ, ხალხს არ უნდა ეს და ეს გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ, მეორე მხრივ, რადგან ბიძინა ასე ნათლად ლაპარაკობს თავის მომავალ გეგმებზე, თავის ძალიან აქტიურ ჩართულობაზე სამოქალაქო საზოგადოებიდან, რადგან ხელისუფლება ასე ლაგდება - პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერმინისტრი და პრეზიდენტი, და რადგან ეს მისი მომავლის ხედვაა და მისი გეგმაა, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ, არ ვფიქრობ, რომ ამომრჩეველი შეიძლება იყოს ჩემს მიმართ იმედგაცრუებული", - განაცხადა მარგველაშვილმა. 

კომენტარები