მარგველაშვილის განცხადება

მარგველაშვილი: რუსეთთან ურთიერთობაში სერიოზული ეკონომიკური გარღვევაა

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

რუსეთთან ურთიერთობის ფრონტზე სერიოზული ეკონომიკური გარღვევაა - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მარგველაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა  საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ და განაცხადა, რომ  აბაშიძისა და კარასინის შეხვედრებს ბუნებრივია აზრი აქვს,  და დასძინა, რომ ის გმობს სოფელ დიცში რუსეთის ქმედებას."ის, რომ ჩვენ რეალურად გვაქვს ვითარება, რომელშიც რუსული ჯარი საქართველოში უკანონოდ იმყოფება, რაც ხდებოდა გუშინწინ დიცში, ის რაც ხდება ამ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, ეს არის ფაქტობრივად ევროპის ერთ-ერთ სახელმწიფოში კედლების და მავთულხლართების აღმართვა. შესაძლოა, თავის დროზე, ბერლინის კედელი, რომ იმართებოდა მაშინაც განცდა იყო, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ მაშინაც მთელი მსოფლიო გაერთიანებული იყო იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანები გაიყონ მავთულხლართებით. დღესაც, მთელი ცივილიზებული კაცობრიობა საქართველოსთან ერთად გმობს ამ ქმედებას" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები