ცეზარ ჩოჩელის საქმე

სასამართლომ ცეზარ ჩოჩელს 50 000 ლარის გირაო შეუფარდა

მოსამართლე ლარისა ლიპარტელიანმა, პროკურატურის მოთხოვნის მიუხედავად, მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორს ცეზარ ჩოჩელს გირაოს სახით 50 000 ლარი შეუფარდა. პროკურატურა ცეზარ ჩოჩელისთვის გირაოს სახით მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ საკუთარ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ჩოჩელის მიმართ გირაო მრავალჯერადად იყო უკვე გამოყენებული და მისი ქონებრივი მდგომარეობა შემცირებულია.  

ჟურნალისტებთან საუბრისას ცეზარ ჩოჩელმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რადგან მას აღარანაირი ფულადი ან მატერიალური ქონება აღარ გააჩნია იმისთვის, რომ გირაოს თანხა დაფაროს. 

სამართალდამცველებმა მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით გიორგაძე 18 სექტემბერს დააკავეს, დაკითხვის შემდეგ კი გაათავისუფლეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, მათ ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედებათ.

კომენტარები