ცეზარ ჩოჩელის საქმე

პროკურატურამ ჩოჩელისთვის მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდება მოითხოვა

livepress.ge

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელისთვის აღმკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურამ 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდება, ხოლო ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის დავით გიორგაძისთვის კი - 50 000-ლარიანი გირაო მოითხოვა. 

საქალაქო სასამართლოში ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა ორ საათზე მეტია მიმდინარეობს. მოსამართლე ლარისა ლიპარტელიანმა შესვენება გამოაცხადა და განაჩენის გამოსატანად გავიდა.

სამართალდამცველებმა მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით გიორგაძე 18 სექტემბერს დააკავეს, დაკითხვის შემდეგ კი გაათავისუფლეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, მათ ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედებათ. 

კომენტარები