ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურამ ჭიაბერაშვილის წინასასამართლო სხდომა განახლდა. სიტყვით ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი უკვე გამოვიდა. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ბრალდების მხარე დასაკითხი მოწმეების რაოდენობის გამო და განაცხადა, რომ არცერთ პროცესზე არ დაუკითხავთ 200 მოწმეზე მეტი. მერაბიშვილის თქმით, მის საქმეზე პროკურატურას 4500-კაციანი მოწმეთა სია აქვს.
"4500 მოწმის დაკითხვას რამდენიმე წელი სჭირდება და პროკურატურამ მშვენივრად იცის, რომ ეს თეორიულადაც შეუძლებელია", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ პროცესის გადაღების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, მიუთითებს იმისკენ, რომ პროკურატურას რცხვენია იმის, რაც ხდება სასამართლო პროცესზე. მერაბიშვილის თქმით, ბრალდების მხარეს არ ჰყოფნის სიმამაცე - მოწმეთა სია რეალურ მაჩვენებლამდე დაიყვანოს. ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა ისიც, რომ მისი ციხეში ყოფნა, ისევე, როგორც გამგებლების და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების დაკითხვები, ქართველი ამომრჩევლის დაშინებას ემსახურება.





