ცრუ შეტყობინება

ცრუ შეტყობინების არასრულწლოვანი ავტორის მშობელი 1500 ლარით დაჯარიმდება

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

14 წლამდე ასაკის პირის მიერ ტერორიზმთან დაკავშირებული ცრუ შეტყობინების განხორციელების შემთხვევაში, მისი მშობელი 1500 ლარით დაჯარიმდება. ქმედების განმეორების შემთხვევაში კი არასრულწლოვნის მშობელს 2500 ლარი დაეკისრება. შსს-ს მიერ პარლამენტში ინიცირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებათა პროექტში ამ მიმართულებით დამატებითი ცვლილებები შედის.

არასრულწლოვნის ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით, მშობლის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი იმ მუხლში გაიწერება, რომელიც არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობის შეუსრულებლობაზე სწორედ მშობლის პასუხისმგებლობას აყენებს.

პარლამენტი პროექტს დაჩქარებული მოსმენით განიხილავს.

 

 

კომენტარები