ცრუ შეტყობინება

ცრუ შეტყობინების ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

პარლამენტში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი დაკავებულია. 1996 წელს დაბადებულმა ხაშურის მკვიდრმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში დარეკა და განაცხადა, რომ ქუთაისში, პარლამენტში ბომბი იყო. ამ ზარის შემდეგ, სპეციალურმა სამსახურებმა პარლამენტში ევაკუაცია განახორციელეს და შესაბამისი სამუშაოები ჩაატარეს. შენობაში ბომბის არსებობა არ დადასტურდა.

ევაკუაციის დროს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს იპოთეკით დაზარალებულებსაც, რომლებიც უკვე მესამე დღეა პარლამენტთან აქციას მართავენ. ცრუ შეტყობინებაში ეჭვმიტანილი, ცხელ კვალზე, ხაშურში, საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება ტერორიზმის შესახებ, ცრუ შეტყობინების მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები