პროცესები საზოგადოებრივ მაუწყებელში

დავით პაიჭაძისა და ეკა კვესიტაძის გადაცემები მაუწყებლის ეთერში აღარ გავა

დავით პაიჭაძისა და ეკა კვესიტაძის გადაცემები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გავა. დღევანდელ პრესკონფერენციაზე პაიჭაძემ თქვა, რომ ამის შესახებ მან და კვესიტაძემ გუშინ საღამოს შეიტყვეს, დღეს კი ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

"თუ ამ არხზე მე-9 არხის ყოფილ თანამშრომლებს დაინახავთ, დარწმუნდებით, რომ პრემიერი თანმიმდევრულია თავის გეგმაში. რაც შეეხება ჩემს გათავისუფლებას, ეს გადაწყვეტილება ჩვენ მხოლოდ გუშინ შევიტყვეთ", - თქვა პაიჭაძემ.

პრესკონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ერთმანეთს კვესიტაძე-პაიჭაძის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

ახლადდაფუძნებული საზოგადოება თბილისელების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის გადაცემები ეთერში არ უნდა გავიდეს.

ასევე დავით პაიჭაძისა და ეკა კვესიტაძის პრესკონფერენციისას, საკონფერენციო დარბაზში გია კორკოტაშვილი და ირაკლი კაკაბაძე შევიდნენ. გადაცემის წამყვანებსა და მათ შორის მცირე შეკამათება მოხდა. 

გია კორკოტაშვილი და ირაკლი კაკაბაძე ასევე ამბობდნენ, რომ კვესიტაძის და პაიჭაძის ადგილი საზოგადოებრივ მაუწყებელში აღარ არის. კორკოტაშვილმა გადაცემის წამყვანები პოლიციური რეჟიმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა,

გია კორკოტაშვილმა და ირაკლი კაკაბაძემ საკონფერენციო დარბაზი მალევე დატოვეს. 

 

კომენტარები