პროცესები საზოგადოებრივ მაუწყებელში

ომბუდსმენმა GPB-ს მეურვეობის კანდიდატად კვლავ ლელა გაფრინდაშვილი წარადგინა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

სახალხო დამცველის აპარატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატად კვლავ ლელა გაფრინდაშვილი წარადგინა. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც საკუთარ კანდიდატად კვლავ ნინია კაკაბაძე დაასახელა. საპარლამენტო უმრავლესობას კი საკუთარი კანდიდატი არ წარუდგენია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს 27 დეკემბერს უყარა კენჭი და  მხოლოდ 3 კანდიდატს დაუჭირა მხარი. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ ნათელა სახოკიას, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ქეთი მსხილაძეს და სახალხო დამცველის კანდიდატს მარინე მუსხელიშვილს.

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ნინია კაკაბაძეს, ლელა გაფრინდაშვილსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს გენო გელაძეს.

საპარლამენტო უმრავლესობას, უმცირესობასა და აჭარის უმაღლეს საბჭოს ახალი კანდიდატები 10 დღის ვადაში უნდა წარედგინათ.

კომენტარები