პროცესები საზოგადოებრივ მაუწყებელში

აშშ-ს საელჩო: მხარს ვუჭერთ სამეურვეო საბჭოს შერჩევის გამჭირვალე პროცესს

საქართველოში ამერიკის საელჩო საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩო განცხადებას ავრცელებს.

”ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალყურს პარლამენტის ძალისხმევას დაასახელოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელი სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები. ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია პრესის თავისუფლებისა და ინფორმირებული საჯარო დებატებისთის. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პარლამენტს ჯანსაღი და გამჭირვალე პროცესის მხარდაჭერისთვის, რაც ხელს შეუწყობს ახალი დამოუკიდებელი და პროფესიული სამეურვეო საბჭოს შექმნას.”- წერია განცხადებაში.

კომენტარები