მავთულხლართები

NATO საქართველოში მავთულხლართების გავლების განახლებით შეშფოთებულია

ჯეიმს აპატურაი
www.nato.int

შეშფოთება საქართველოში საოკუპაციო ზოლის გასწვრივ შექმნილი სიტუაციის გამო სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოთქვა.

"შეშფოთებულნი ვართ ცნობებით რუსი სამხედროების მიერ საქართველოში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ღობეების გავლების გაგრძელებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არღვევს შეთანხმებას და პოლიტიკურ პროცესს უფრო ართულებს. როგორც ევროკაშირის მისია აღნიშნავს, ყველა მხარემ თავშეკავება უნდა გამოიჩინოს", - აღნიშნავს ჯეიმს აპატურაი.

გუშინ რუსმა მესაზღვრეებმა გორის რაიონის სოფელ დიცში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს, რასაც საოკუპაციო ძალებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება და საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ ძალადობა მოჰყვა. საქართველოს საგარეო უწყებამ რეაგირების თხოვნით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა.

 

კომენტარები