სემეკ-ის თავმჯდომარე

სემეკ-ის თავმჯდომარედ ირინა მილორავა დაინიშნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

პრემიერმინისტრის ბრძანებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარედ ირინა მილორავა დაინიშნა. ბრძანება 17 სექტემბრით თარიღდება.

"ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის" შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს ირინა მილორავა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ", - ნათქვამია ბრძანებაში.

ირინა მილორავა ამ დრომდე ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს (ესკო) ხელმძღვანელობდა.

სემეკ-ის თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს უფლებამოსილების ვადა 30 აგვისტოს ამოეწურა.

კომენტარები