კანონპროექტი

გამოსაცდელი ვადის მაქსიმალური ზღვარი 6 წლამდე მცირდება

www.geworld.ge

პირობითი მსჯავრის შემთხვევაში გამოსაცდელი ვადის მაქსიმალური ზღვარი ექვსი წელი იქნება, ხოლო მინიმალური - ერთი წელი. ამ ცვლილებებს ითვალისწინებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის კოდექსში მომზადებული ცვლილებათა პროექტი. ამასთან, ცვლილებათა პროექტის მიხედვით, სასჯელთა შეკრებითობისას, მინიმალურ ზღვრად დგინდება 2 წელი, ხოლო მაქსიმალურად - 6 წელი.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი მთავრობამ მოიწონა. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში განსახილველად მომავალ კვირას შევა. 

კომენტარები