კანონპროექტი

პარტია რომელიც 10%-იან ბარიერს გადალახავს, მილიონი ლარით დაფინანსდება

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 10%-იან ბარიერს გადალახავს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარით დაფინანსდება, საარჩევნო ხარჯების დაფარვისათვის.

კანონპროექტის ავტორი პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი და ცენტრალური საარჩევნო კომისიაა. 

ამ დროისთვის მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მილიონ ლარიან დაფინანსებას პარტია საპარლამენტო არჩევნებში 5%–იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში იღებს, კანონპროექტის თანახმად კი, 10%-იანი პარიერის გადალახვის შემთხვევაში, ეს წესი საპრეზიდენტო არჩევნებზეც გავრცელდება.

პარლამენტში ცალკე პროექტის სახით ასევე დარეგისტრირდა საარჩევნო კანონდებლობაში შესატანი ცვლილებები, რომელიც საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვასა და უწყებათაშორისი კომისიის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებში გადასვლას ითვალისწინებს.

კომენტარები