ევროკავშირი

ფულე: რუსეთის მხრიდან მეზობლებზე ზეწოლა მიუღებელია

შტეფან ფულე
wikipedia.org

რუსეთის მუქარები ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების მიმართ მიუღებელია. ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისარმა შტეფან ფულემ განაცხადა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტი წინ გადადგმულ ნაბიჯს გვპირდება რამდენიმე ჩვენს აღმოსავლეთევროპელ პარტნიორთან მჭიდრო ასოციაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებთ. მაგრამ ზოგიერთ წრეებში ეს საფრთხედ აღიქმება და ჩვენ ვნახეთ უდიდესი ზეწოლა, რომელიც ზოგიერთ ჩვენს პარტნიორზე ხორციელდება, - აცხადებს ევროკომისარი.

"ევრაზიული კავშირის პროექტის განვითარება უნდა გულისხმობდეს პატივისცემას ჩვენი პარტნიორების სუვერენული გადაწყვეტილებებისადმი. რაიმე მუქარები რუსეთის მხრიდან, რომელიც უკავშირდება ევროკავშირთან შეთანხმებების შესაძლო ხელმოწერას, მიუღებელია. ევროკავშირი მხარს დაუჭერს და გვერდში დაუდგება მათ, ვისზეც გადაჭარბებული ზეწოლა ხორციელდება", - განაცხადა შტეფან ფულემ.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები, რომლის გაფორმებასაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებთან გეგმავს, არ არის ჩაფიქრებულ რუსეთის წინააღმდეგ და ამ ქვეყნების ინტეგრაცია ევროპის ეკონომიკაში შესაძლოა რუსეთისთვისაც იყოს მომგებიანი. ამგვარად, ევროკომისრის განცხადებით, ევროკავშირი ეხმარება ყველა თავის პარტნიორს, რუსთის ჩათვლით, მოდერნიზაციასა და გლობალიზაციისთვის უფრო მეტი გახსნილობის მიღწევაში. 

 

 

 

 

 

 

კომენტარები