საბაჟო კავშირი

სომხეთი საბაჟო კავშირის წევრი ხდება

 სომხეთმა გადაწყვიტა გაწევრიანდეს საბაჟო კავშირში და მონაწილეობა მიიღოს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნაში. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც  სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა და ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნეს.

 საბაჟო კავშირი, რომელიც ერთიანი საბაჟო და ეკონომიკური სივრცის შექმნას ითვალისწინებს, 2006 წელს რუსეთმა, ბელარუსმა და ყაზახეთმა ჩამოაყალიბეს. მასში გაწევრიანების სურვილი ყირგიზეთმაც გამოთქვა.

 სომხეთი, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მსგავსად ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. რუსეთმა უკრაინას საბაჟო კავშირში გაწევრიანება რამდენიმეჯერ შესთავაზა. ევროკავშირის წარმომადგენლებმა კი არაერთგზის განაცხადეს, რომ საბაჟო კავშირის წევრობა, ევროპასთან თავისუფალ ვაჭრობაზე უარის თქმას ნიშნავს. 

კომენტარები