საბაჟო კავშირი

ხიდაშელი: საქართველოსთვის უკეთესი იქნებოდა, სომხეთს ევროკავშირის გზაზე ევლო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის თქმით, სომხეთ-რუსეთის მოლაპარაკებები საბაჟო კავშირთან დაკავშირებით, გავლენას ვერ მოახდენს. ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა სომხეთს ევროკავშირის გზაზე ევლო.

"სომხეთ-რუსეთის მოლაპარაკებები საბაჟო კავშირთან დაკავშირებით საქართველოში ვერაფერს შეცვლის. ვერც სომხეთი და ვერც უკრაინა ვერ გახდება იმის დამაბრკოლებელი, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი შეიცვალოს", - განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში, ევრაზიის საინტეგრაციო კავშირის სხდომაზე 24 დეკემბერს სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შესახებ საგზაო რუკას ხელი მოეწერება.

კომენტარები