ვანო მერაბიშვილის საქმე

ადვოკატი: მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა

Vano Merabishvili appearing before the prosecutor’s office for interrogation.
Alexander Iskandarov

ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ექსპრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. ადვოკატი სასჯელაღსრულების სამინისტროს თხოვნით მიმართავს, რომ მერაბიშვილთან სამოქალაქო საავადმყოფოს ექიმების შესვლა დაუშვან ან ახლობლებს მიეცეთ მერაბიშვილის სამოქალქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანის შესაძლებლობა.  

ჩივიაშვილმა აღნიშნა, რომ  ვანო მერაბიშვილს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი გამოკვლევებს და მკურნალობას აწარმოებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. 

ჩივიაშვილის თქმით, იგი სასჯელაღსრულების სამინისტროს წერილობითი განცხადებით დღეს მიმართავს. 

 

კომენტარები