საინფორმაციო სააგენტო ინფო 9

ბიძინა ივანიშვილი ინფო 9-ს თავად სააგენტოს მენეჯმენტს ჩუქნის

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

ბიძინა ივანიშვილი საინფორმაციო სააგენტო ინფო9-ს თავად სააგენტოს მენეჯმენტს ჩუქნის. ამის შესახებ ივანიშვილი განცხადებას ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.

"საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9“–ის თანამშრომლებმა საპარლამენტო არჩევნების დროს სამოქალაქო გმირობა გამოიჩინეს. ეს ის ხალხია, ვინც ტელეკამერით დაუპირისპირდა ზონდერბრიგადებს. თითოეული კადრის მოპოვებისათვის ისინი არ ერიდებოდნენ განსაცდელს და სრულიად უნიკალურ კადრებს აწვდიდნენ საზოგადოებას. 
ჩვენ ყველანი ვაფასებთ საქმისადმი მათ ერთგულებასა და თავდადებას. და დღეს, მე არ შემიძლია არ გავითვალისწინო მათი სურვილი გააგრძელონ საქმიანობა.“ - წერია განცხადებაში.

ინფო 9-ს მენეჯმენტს არამატერიალური ქონება - ბრენდი, სახელი, ვებმისამართი და არქივით სარგებლობის უფლება გადაეცემა. „რაც შეეხება სააგენტოსთვის აპარატურის მცირე ნაწილის განვადებით და გამოსყიდვის უფლებით გადაცემას, როგორც ამას მენეჯმენტი ითხოვს, ჩვენ გადავწყვიტეთ ვაჩუქოთ ის აპარატურა, რომელიც პირველ ეტაპზე საჭიროა სააგენტოს ფუნქციონირებისთვის.“ - აღნიშნავს ივანიშვილი

 

კომენტარები