დაკავება

მელორ ვაჩნაძე 100-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

facebook.com

მელორ ვაჩნაძე 100-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ის გუშინ აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს, რომელიც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. წარსულში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა ვაჩნაძემ ბათუმის ბულვარში მყოფ მიხეილ სააკაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც დაცვის წევრებთან დაპირისპირება მოჰყვა.

დღეს ვაჩნაძის სასამართლო პროცესის პარალელურად, ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან  მელორ ვაჩნაძის მხარდამჭერებსა და  პრეზიდენტის დაცვას შორის დაპირისპირება მოხდა. სააკაშვილი კორტეჟის თანხლებით აღნიშნულ ტერიტორიას ტოვებდა. დაცვის მცდელობას, მხარდამჭერები მანქანასთან არ მიეშვა, შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ვაჩნაძის მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ სააკაშვილს ბათუმში ჩასვლის უფლება არ აქვს და ყოველთვის ხმაურით დახვდებიან. 

 

კომენტარები