ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი, საკუთარ ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს. მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ პროკურატურამ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით აღძრული საქმის განხილვა, რომლის მიხედვითაც მას ბრალი აქვს წაყენებული, 1 ოქტომბრისთვის გადადო. სხდომა 5 სექტემბერს იყო ჩანიშნული.
” ეს უკვე მეორე შემთხვევა არის, როდესაც სასამართლოს, პროკურატურის მოთხოვნით, სხდომის გადადება უხდება. როგორც უკვე არა ერთხელ განვაცხადე, ეს საქმე აღძრული არის ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებით, რომელთა დასადასტურებლად პროკურატურას არანაირი ფაქტები არ გააჩნია. მიმაჩნია, რომ სწორედ მტკიცებულებების არქონით არის გამოწვეული პროკურატურის მცდელობა გაიყვანოს დრო და რაც შეიძლება გააჭიანუროს სასამართლო პროცესის ჩატარება.” - აღნიშნავს მერაბიშვილი განცხადებაში.





