ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: წულუკიანის განცხადება საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს საფუძვლებს

Geonews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს და მადლობას უხდის საქართველოს მუსლიმური თემის წარმომადგენლებს, "რომელთა ძალისხმევითაც მოხერხდა ადიგენის რაიონის სოფელ ჭელში მთავრობის უპასუხისმგებლო ნაბიჯებით გამოწვეული სახიფათო ვითარების განმუხტვა".

ენმ-ს აზრით, დღეს დილით ხელისუფლებამ გადადგა "მორიგი უგუნური ნაბიჯი" და დააკავა რაიონის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი.

"ამ დაკავებას აქვს ორი მიზანი: პირველი, გადაფაროს ამჟამინდელი მთავრობის მიერ უპასუხისმგებლო მოქმედებები და საქართველოს მოქალაქეთა ერთი ჯგუფის კონსტიტუციური უფლებების შელახვა. მეორე, გამოიყენოს დაძაბულობა ვიწრო პოლიტიკური და პარტიული მიზნებისთვის. კერძოდ, ადიგენის რაიონში, 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, გამგებელი კვლავაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია.

მთავრობას სურს ამ რაიონშიც, რომელიც, როგორც ყველასთვის ცნობილია, ვანო მერაბიშვილის მშობლიური რაიონია, არჩევნების გვერდის ავლით და საპრეზიდენტო არჩევნებამდე, უკანონოდ დაეპატრონოს ადგილობრივ ხელისუფლებას, რაც პირდაპირ ეწიმააღმდეგება პრემიერ-მინისტრის განცხადებას სადაც იგი საზოგადოებას პირდებოდა ნორმალურ საარჩევნო გარემოს. სწორედ ამიტომ მოხდა შეთითხნილი ბრალდებით გამგებლის დაპატიმრება.

რაც ყველაზე საგანგაშოა, დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გააკეთა განცხადება რომლითაც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს საფუძვლებს. იმედი გვაქვს ქვეყნის მთავრობა გაემიჯნება და ადექვატურ პასუხს გასცემს ამ სახიფათო განცხადებას. ამჟამინდელი მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების მთელი კასკადის გაგრძელება პირდაპირ ემუქრება ქვეყნის შიდა სტაბილურობას და კონსტიტუციურ წესრიგს რაც მხოლოდ საქართველოს მტრებს აძლევს ხელს." - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები