საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

ღარიბაშვილი: საქართველოს 3 მოქალაქე ძალიან მალე გათავისუფლდება

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96
შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე "ძალიან მალე გათავისუფლდება". 
 
ღარიბაშვილის თქმით, "მოლაპარაკებებში მონაწილეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მოხდება მათი გათავისუფლება".
 
საქართველოს სამი მოქალაქიდან ორი, ცოლ-ქმარი, ნანა ვანიშვილი და ალექსანდრე ცერცვაძეა. ისინი მესამე საქართველოს მოქალაქე, ირაკლი მერაბიშვილთან ერთად მეზობელ სოფელში მიდიოდნენ, როცა დააკავეს. მათ თან ახლდათ 6 წლის დავით ცერცვაძე, რომელიც მშობლების დაპატიმრებას შეესწრო, რის შემდეგაც ბავშვი თანმხლები პირის გარეშე რუსებმა სოფლის მიმართულებით გაუშვეს. ცერცვაძეებს ოჯახში მიცვალებული ჰყავთ, ისინი გარდაცვლილის ერთადერთი ჭირისუფლები არიან. 
 
სოფლის გამგებელი ზაზა მუზაშვილი აცხადებს, რომ ეს ფაქტი მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. დაკავებულების ახლობლები და მეზობლები საქართველოს ხელისუფლებას და ძალოვან უწყებებს დაკავებულების გასათავისუფლებად აქტიურ მოქმედებებს სთხოვენ და ოსურ მხარესაც მიმართავენ დაკავებული ჭირისუფლები გაათავისუფლონ. სამივე მოქალაქე სოფელ ზეღდულეთის მკვიდრია.

 

კომენტარები