თბილისის ბიუჯეტი

დედაქალაქის ბიუჯეტი 17 მილიონი ლარით გაიზარდა

timer.ge

დედაქალაქის საკრებულომ მხარი დაუჭირა თბილისის მერის გიგი უგულავას შეთავაზებას და ქალაქის ბიუჯეტის 17 მილიონი ლარით გაზარდა.

დამატებითი ფული ბაღებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, შემოერთებულ სოფლებში წყლის პრობლემების მოგვარებასა და ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანას მოხმარდება. ეს გადაწყვეტილება დეპუტატებმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, წინასწარი კონსულტაციების შედეგად მიიღეს, რომელიც ერთ კვირას გრძელდებოდა.

გიგი უგულავამ საკრებულოში 2013 წლის ბიუჯეტის ცვლილებები 13 აგვისტოს წარადგინა.

"დავუჭირეთ მხარი ქალაქის ბიუჯეტის ზრდას და ყველა პუნქტი საჭიროებს ფინანსურ დახმარებას, რომ,  ერთი მხრივ, მუშაობდეს გამართულად და აკმაყოფილებდეს საზოგადოების მოთხოვნას. ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო და ახალი უმრავლესობა ვიქნებით ძალიან ყურადღებიანი და თვალი გვექნება გამახვილებული ამ რამდენიმე მილიონიდან თითოეული ლარის ხარჯვაზე", - განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ.

აღნიშნული ცვლილებებით, ბიუჯეტის მოცულობა 17 მილიონი ლარით გაიზრდება და 740 მილიონი ლარით განისაზღვრება.

 

 

 

 

კომენტარები