ტელეკომპანია მაესტრო

მამუკა ღლონტი: ეს არის სისტემური შეტევა მაესტროზე

მამუკა ღლონტი
radiotavisupleba.ge

ტელეკომპანია მაესტროს მფლობელი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ მაესტროზე სისტემური შეტევა ხორციელდება.

"ტელეკომპანია "იმედში" გადავიდნენ: თეა სიჭინავა, არხის თოქ-შოუების მთავარი პროდიუსერი, არხის საინფორმაციოს მთავარი რეჟისორი, პოლიტიკური განყოფილების თითქმის ყველა პროდუსერი. ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ნინო ჟიჟილაშვილთან და ეჭვი მაქვს, ძალიან ბევრ ადამიანთან, ვინც "მაესტროს" ეთერში ჩანს. ამ ეტაპისთვის "მაესტრო" საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების გარეშეა დარჩენილი და გამოცარიელებულია მთლიანად. ასევე ვიცი, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს საინფორმაციოს ჟურნალისტებთან, თუმცა ამას ვერ დავადასტურებ და არ მინდა ჭორაობა გამოვიდეს. იმედი მაქვს, რომ საინფორმაციოს მთავარი ბირთვი შენარჩუნდება, მაგრამ რაც შეეხება თოქ-შოუების განყოფილებას, ასეთი კატასტროფული ვითარება გვაქვს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მამუკა ღლონტმა.

ღლონტის თქმით ტელეკომპანია იმედს ბიუჯეტში 16 მილიონი აქვს გადასახდელი, თუმცა მას ის არ გადაუხდია და ზედმეტი ფული აქვს.

"ეს არის სისტემური შეტევა "მაესტროზე". ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ყველას წასვლა - ეს გავიგე ერთ დღეს, ერთი სატელეფონო ზარით. აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ახალ სატელევიზიო სეზონამდე რამდენიმე დღით ადრე. ფაქტობრივად ცაიტნოტში ჩაგვაგდეს" - აცხადებს მამუკა ღლონტი.

კომენტარები