არეულობა ეგვიპტეში

ეგვიპტეში შეტაკებები განახლდა

abcnews.go.com

ეგვიპტეში მუჰამედ მორსის მხარდამჭერებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებები განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას ალ ჯაზირა ავრცელებს.

ქალაქ დამიეტაში ძალადობრივი დაპირისპირების შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა. კაიროს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ისმაილიაში კი - 4.

ალ ჯაზირას ინფორმაციით, ეგვიპტის რამდენიმე ქალაქში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

სამართალდამცავებმა კაიროში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მუჰამედ მორსის მხარდამჭერების ბანაკის დაშლა ორი დღის წინ დაიწყეს. დარბევის შედეგად დაღუპულია 638 ადამიანი, მათ შორის - ოთხი ჟურნალისტი და 43 პოლიციელი, 2 ათასზე მეტი კი დაშავებულია.

რამდენიმე დღის წინ ეგვიპტის არმიის მიერ დანიშნულმა დროებითმა მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კაიროსა და 10 პროვინციაში ღამით კომენდანტის საათი მოქმედებს. დროებითმა ვიცეპრეზიდენტმა, მუჰამედ ალ-ბარადეიმ ძალადობრივი ქმედებები დაგმო და პოსტიდან გადადგა.

კომენტარები