არეულობა ეგვიპტეში

ეგვიპტეში შეტაკებებისას 278 ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტეში მორსის მხარდამჭერებსა და დროებით მთავრობას შორის შეტაკებას ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეგვიპტის შინაგან საქმეთა მინისტრის მუჰამედ იბრაჰიმის განცხადებით, გუშინ აქციის მონაწილეებისა და პოლიციელების შეტაკებას 43 სამართალდამცველის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი განცხადებით, ისინი მორსის მხარდამჭერებს აღარ მისცემენ ქუჩაში აქციების გამართვის უფლებას.

ეგვიპტის უშიშროების ძალები გადაგდებული პრეზიდენტის მოჰამედ მორსის მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ. შეტაკებების შედეგად, დროებითი მთავრობის განცხადებით, 200-მდე ადამიანი დაიღუპა, მორსის მხარდამჭერი მუსლიმური საძმოს განცხადებით კი მსხვერპლი გაცილებით დიდია და დროებითი მთავრობის აგრესიას 2000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ეგვიპტის არმიის მიერ დანიშნულმა დროებითმა მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. კაიროსა და 10 პროვინციაში ღამით კომენდანტის საათი მოქმედებს. ეგვიპტის დროებითმა ვიცეპრეზიდენტმა, მუჰამედ ალ-ბარადეიმ დაგმო გუშინდელი ძალადობრივი ქმედებები და პოსტიდან გადადგა. აშშ და ევროპა გმობს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას და არ ეთანხმება საგანგებო მდგომარეობის შემოღებას. ისინი დროებით მთავრობას ძალადობის შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ. 

კომენტარები