არეულობა ეგვიპტეში

ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ეგვიპტეში სამართალდამცავებსა და მორსის მხარდამჭერებს შორის შეტაკებები გრძელდება. ეგვიპტის მთავრობამ ქვეყანაში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მორსის მხარდამჭერები ქუჩაში გამოვიდნენ და გზები გადაკეტეს, სამართალდამცველები კი მათ დაშლას ძალის გამოყენებით ცდილობენ. 

ევროკავშირი საგანგაშოს უწოდებს ეგვიპტეში უშიშროების ძალების მიერ მორსის მხარდამჭერთა აქციის დარბევას. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი შეშფოთებულია ეგვიპტეში ძალადობრივი შეტაკებების გამო და ის მოუწოდებს ეგვიპტის მთავრობას, მშვიდობიანი გზით შეეცადოს პრობლემების მოგვარებას.

კაიროში ეგვიპტის უშიშროების ძალებმა მორსის მხარდამჭერთა აქციები დაარბიეს, რომელსაც 100-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეგვიპტის პრეზიდენტის მოჰამედ მორსის გადაგდების შემდეგ ქვეყანაში არეულობას 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე უკვე ემსხვერპლა. 

კომენტარები