საქართველოს მთავარი პროკურატურა

პროკურატურა: თამაზ თამაზაშვილის დაკავება პოლიტიკური მოტივით განხორციელდა

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

საქართველოს მთავარ პროკურატურაში შს მინისტრის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის საქმესთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ თამაზაშვილის განზრახ უკანონო დაკავების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. 

"გამოძიების დასრულებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დანაშაულის მონაწილეების, მათ შორის, მისი უშუალო აღმსრულებლების, პატიმრობაში მყოფი, ქ.თბილისის პოლიციის ყოფილი თანამშრომლების - გივი კრავჩენკოს, გრიგოლ კვინიკაძის, ზაზა ჭაიას, ვლადიმერ გამრეკელაშვილის, გოჩა ჩიტაიას და გოჩა ბაღათრიშვილის საგამოძიებო ორგანოებთან აქტიურმა თანამშრომლობამ. შესაბამისად, დანაშაულის სრულად გახსნის საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, დასახელებული პირების მიმართ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებებისა და მათი ქმედითი დახმარებით შეკრებილი სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, უდავოდ დადასტურებულია, რომ 2011 ოქტომბერში, თამაზ თამაზაშვილის დაკავება განხორციელდა პოლიტიკური მოტივით, კახეთის რეგიონში მისი ელექტორალური შესაძლებლობების განეიტრალებისა და ,ზოგადად, იმდროინდელი ოპოზიციური მოძრაობის დისკრედიტაციისა და დაშინების მიზნით. ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე გასამართლებული თამაზ თამაზაშვილი სასჯელს იხდიდა 1 წლის განმავლობაში და როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, იგი, უკანონო პატიმრობიდან, გათავისუფლდა 2012 წლის ოქტომბერში", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

 

 

 

კომენტარები