ახალაიას საქმე

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალაიას გამამართლებელი განაჩენი გააპროტესტეს

ბაჩო ახალაია
wikipedia.org

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის დაწყებამდე, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციის - ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისათვის - ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე და კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია ახალაიას გამამართლებელ განაჩენს აპროტესტებენ. სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა აქციის მონაწილეებსა და ორგანიზაცია თავისუფალი ზონის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად სასამართლოში მივიდნენ.მხარდაჭერის შეურაცსყოფისთვის სამართალდამცავებმა ყოფილი პოლიტპატიმარი ფრიდონ მერებაშვილი დააკავეს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას, სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. გუშინ ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოადგინა. დასკვნითი სიტყვით ასევე გამოვიდნენ ბაჩო ახალაიასა და კიდევ სამი პირის - დავით ჩუბინიძის, დავით გიორგაშვილისა და ვლადიმერ ზანგიევის ადვოკატები.

სასამართლო პროცესზე პროკურორმა შუქრი ზაალიშვილმა თქვა, რომ ადვოკატებმა ბრალდების არგუმენტები ვერ გააბათილეს.

სასამართლოში 2012 წლის აგვისტოში მომხდარი ფაქტი განიხილებოდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ამ დროს, ბაჩო ახალაიას ორგანიზებით, პოლიტიკური შეხედულებების გამო 7 ადამიანი აწამეს. განხორციელდა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

კომენტარები