ახალაიას საქმე

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, ბაჩო ახალაიას პროცესის დასკვნითი სხდომა გაიმართება

Akhalaia, nominee for the post of Georgia's Interior Minister, listens during a meeting in parliament in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

დღეს ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესის დასკვნითი სხდომა გაიმართება. ლევან ადეიშვილმა განაცხადა, იგი მზად არის დღევანდელი პროცესისთვის. ადეიშვილი მესამე პროკურორია, რომელიც ამ საქმეზე წარდგა. 

პირველად, საქმე პროკურორ რევაზ ნადოის პირობებში იხილებოდა, რომელიც საქმეს, ოფიციალური ინფორმაციით, ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა. იგი ია დარჯანიამ შეცვალა, თუმცა წინა - 7 ოქტომბრის პროცესზე დარჯანიამ თქვა, რომ ახალაიას მეუღლესთან და ადვოკატებთან ნაცნობ-მეგობრობის გამო, ობიექტური ვერ იქნება და თვითაცილების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. ახალაიას ადვოკატებმა ია დარჯანიასთან მეგობრობა არ დაადასტურეს და მისი თვითაცილების შუამდგომლობას პროცესის პოლიტიკური მოტივით გაჭიანურებისკენ მიმართული ქმედება უწოდეს. 

წინა პროცესზე ია დარჯანიამ სასამართლოს მიმართა, რომ საქმეს მისი კოლეგა ლევან ადეიშვილი გააგრძელებს. 7 ოქტომბერს, ადეიშვილმა მოსამართლისგან გაფრთხილება მიიღო, რომ დღევანდელ პროცესზე ან მომზადებული უნდა მივიდეს, ან ბრალზე უარი უნდა თქვას. ამ საქმეზე მესამე პროკურორმა ლევან ადეიშვილმა პირობა დადო, რომ დღევანდელ პროცესზე მომზადებული გამოცხადდებოდა.

კომენტარები