საქართველო-რუსეთი

ზურაბ აბაშიძე: რუსეთმა აღიარებების მოპოვების პოლიტიკაზე უარი თქვა

Zurab Abashidze
Tabula

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსეთმა უარი თქვა უცხო ქვეყნების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიღწევის მცდელობებზე, რასაც იგი ახალი ხელისუფლების მიღწევად მიიჩნევს. ამის შესახებ აბაშიძემ ტელეკომპანია იმედის გადაცემა ღია ეთერში განაცხადა.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ახალ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობებში მალევე "გრანდიოზული წარმატებების" მიღწევის იმედი არ ჰქონია.

მან ის წარმატებები ჩამოთვალა, რასაც, მისი აზრით, ახალმა ხელისუფლებამ მოსკოვთან ურთიერთობებში უკვე მიაღწია. მათ შორის - შეიარაღებული კონფლიქტის განახლების საფრთხის შემცირება, რუსთის ბაზრის გახსნა ზოგიერთი სახეობის ქართული პროდუქციისთვის, ასევე ის, რომ საქართველო რუსეთის მიმართულებით ახალი პოლიტიკის წყალობით საერთაშორისო ასპარეზზე "სოლიდურად და სერიოზულად გამოიყურება".

ასევე, "რუსეთი, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, აღარ გააგრძელებს აღიარების პოლიტიკას და ახალი ქვეყნების ძიებას ინდოეთის ოკეანეში და ა. შ.", - განაცხადა აბაშიძემ.

"ისმის კითხვა - რის ფასად? არაფრის ფასად. ჩვენ არაფერი ამაში არ გადაგვიხდია. ამისთვის ჩვენ არანაირ კომპრომისზე, არანაირ დათმობებზე არ წავსულვართ", - განაცხადა პრემიერის სპეცწარმომადგენელმა.

კომენტარები