საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც მოკლედაა გადმოცემული 7 თვის დანაშაულის სტატისტიკა. მონაცემების თანახმად, 2013 წელს დანაშაულის გახსნის სტატისტიკა გაორმაგებულია და 53,3%-ს შეადგენს.
განცხადებაში შემდეგი მონაცემებია მოყვანილი:
"2013 წლის 7 თვის მონაცემები 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით:
ქვეყნის მასშტაბით
2012 წელს:
მომხდარი დანაშაული: 20716
აქედან გახსნილი: 4781
გახსნის მაჩვენებელი: 23,1%
2013 წელს:
მომხდარი დანაშაული: 16590
აქედან გახსნილი: 8840
გახსნის მაჩვენებელი: 53,3%
დანაშაულის კლება: 4126
გახსნის მაჩვენებლის მატება: 30,2%"
შეგახსენებთ, რომ საქსტატმა, რამდენიმე დღის წინ, მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით ასევე გამოაქვეყნა დანაშაულის სტატისტიკა. დევნის დაწყების მაჩვენებელი 2013 წლის ივნისში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით იზრდება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ მაჩვენებელმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე 112%-ით, ყაჩაღობაზე - 100%-ით, ნარკოდანაშაულზე - 153%-ით, ძარცვაზე - 71%-ით, ხოლო ქურდობაზე - 31%-ით მოიმატა.





